13 სექტემბერი 2026,   18:20
ვრცლად
ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაეჭიდა და ურთულესი ორთაბრძოლა შიტატენაგეთი მოუგო. შერკინება წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც სუმოში ძალიან იშვიათად ხდება. საბოლოოდ 33 წლის ქართველმა სეკიტორმა 34 წლის იაპონელი ტავარასთან მიიყვანა და დოჰიოს მიღმა დასცა.

ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს ქართველი სუმოისტის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელსაც ლევან გორგაძე​ შეხვედრებში 2:1-ს უგებს.

ტოჩინოშინს 5 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და იმისთვის, რომ წოდებაში დაწინაურება მოახერხოს, დარჩენილი სამივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. 

დღის ამბები