19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს 30 მარტს დატოვებს

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 30 მარტს, 4 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, დატოვებს. 

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილის, მასთან  6 500 დაზარალებულიდან, საპროცესო შეთანხმებას ხელს არცერთი არ აწერს. დაზარალებულები ამბობენ, რომ მაია რჩეულიშვილმა, კერვალიშვილის მსგავსად, სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს.

მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისებაში, სასამართლომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშილი დამნაშავედ 2017 წელს სცნო.

ამ დროისთვის "ცენტრპოინტის" დაუსრულებელი შენობების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა და რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა უკვე დაწყებულია. 

დღის ამბები