19 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მერიაში 5 000-მდე მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შეიტანეს - ვაშლიჯვრის მოსახლეობა მეწყრულ ზონაში მშენებლობების აკრძალვას მოითხოვს

საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისის მერიაში ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია შეიტანა, რომელსაც ხელს 5 000-მდე ადამიანი აწერს.

მათი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შეისწავლის.

მოქალაქეები ასევე მოითხოვენ, აიკრძალოს როგორც მშენებლობა, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე.

მოსახლეობა მერიისგან მიმდინარე პროცესებზე ყოველდღიურ კომუნიკაციასა და ინფორმირებას ითხოვს.

დღის ამბები