13 სექტემბერი 2026,   05:53
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს 3 მედლის მოგება მოახერხა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს 3 მედლის მოგება მოახერხა. სამწუხაროდ, ქართველები ფინალში ვერ ვიხილეთ.

სამივე ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრებში იჭიდავა. ალეკო მამიაშვილმა 73-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დენის იარცევს აჯობა.

ამავე წონაში, ლაშა შავდათუაშვილმა აკილ ჯაკოვას სამი შიდოს უპირატესობით მოუგო.

ტატო გრიგალაშვილმაც თბილისის გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან ნახევარფინალი ბელგიელ სემი ჩუჩისთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს, ალან ხუბეცოვს სძლია.

საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო დაუგროვდა.

დღის ამბები