სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ პროექტორი დაამონტაჟეს. მათი განცხადებით, საღამოს ფეხბურთის ყურება იმ მოქალაქეებმაც უნდა შეძლონ, ვინც ბილეთი ვერ იყიდა და სტადიონზე ვერ მოხვდა.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ არ დაჯარიმდეს არცერთი მოქალაქე, ვინც დღეს პარლამენტთან მივა.
შეგახსენებთ, საქართველო-ესპანეთის მატჩს დღეს დინამო არენაზე მაყურებლის 30% დაესწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას შექმნის.
საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა.
უწყებათაშორისი საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.
საფეხბურთო მატჩი დღეს 20:00 საათზე დაიწყება.