სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკათი" აიცრა.
ომბუდსმენმა საზოგადოებას მოუწოდა, დარეგისტრირდნენ და აცრა ჩაიტარონ.
ვაქცინაციას საქართველოში 14 000-მდე ადამიანი ელოდება. ეს არის იმ პირთა რაოდენობა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა.
აქედან "ფაიზერის" ვაქცინის გაკეთებას აპირებს 10 700 ადამიანი, ასტრაზენეკას კი 3263 პირი. პარასკევის მონაცემებით, ახლად დარეგისტრირებულთა მხოლოდ 25 პროცენტი იყო მედპერსონალი, დანარჩენი კი 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები.