ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 282 260 გახდა.
გამოჯანმრთელდა 437 ადამიანი, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 273 604-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 7 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 785-ია.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 17 922, PCR ტესტით 10 790.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 1,74%, ბოლო 14 დღის - 1,75%, ბოლო 7 დღის -1,64%-ია.