19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
აცრა და უშვილობა - ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, ვაქცინაცია რეპროდუქციულ ცვლაზე გავლენას ვერ მოახდენს

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერის" ეთერში ვაქცინების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და მითებზე ისაუბრა.

კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეპროდუქციულ ცვლასთან ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს. 

"ვაქცინაციის შექმნის დღიდან არის მითები და კონსპირაციული თეორიები, რომ ეს ვაქცინები იქნებოდა ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი ადამიანისთვის და ანტივარექსული მოძრაობა სწორედ ამას ემსახურება. ჩვენი მიზანია, მოსახლეობას, მათ, ვისაც ჩვენს მიმართ აქვს ნდობა, ავუხსნათ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

რაღაც ტიპის გართულებები, გვერდითი მოვლენები, ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, ვაქცინებსაც ახასიათებს, მაგრამ არა ის, რაზეც ახლა თქვენ მინიშნება გააკეთეთ, მსგავსი ტიპის მონაცემები, რომ გენეტიკური ინფორმაცია შეგვეცვლება, ან ის ჩვენს რეპროდუქციულ უნარზე იმოქმედებს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ვაქცინის კვლევისა და მისი გამოყენების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა, ამიტომ ამის მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე ინფორმაციით, არსებობდა მოსაზრება, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ნაადრევ აბორტს იწვევს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მოსაზრება მეცნიერულად არ დადასტურდა. 

"ეს არის მიზანმიმართული კამპანია არა იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანები - პირიქით, ამის უკან დევს სერიოზული საფრთხე. ვაქცინას არ შეიძლება ჰქონდეს რეპროდუქციულ ცვლაზე გავლენა, ერთადერთი შეიძლება ითქვას, იყო ერთი ნიუანსი, Pfizer-ისა და Moderna-ს ​ შემთხვევაში, ქალბატონების პლაცენტის ცილის მსგავსებაზე იყო საუბარი სპაიკ ცილასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი აბორტი და ა.შ. მაგრამ, ესეც მეცნიერულად გადამოწმდა და ნახეს, რომ არავითარი ნათესაობითი კავშირი პლაცენტის ცილასთან ამ სპაიკ ცილასთან, რომელიც ვაქცინის შემდგომ ჩვენს ორგანიზმში სინთეზირდება, არ აღმოაჩნდა. ამიტომ, ეს შეხედულება გაბათილებულია,"-აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

დღის ამბები