19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"დანაშაულის თეორია" უკვე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება

დანაშაულის თეორია, რომელიც მთავარი გმირის, რასკოლნიკოვის გონებაში მწიფდება, ახლა უკვე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ცოცხლდება. ფიოდორ დოსტოევსკის ” დანაშაული და სასჯელის” ხილვა მაყურებელს სამი აპრილიდან შეეძლება. ლევან წულაძის და თემო კუპრავას რეჟისორობით დადგმული სპექტაკლით თეატრში ახალი სეზონი იხსნება.

სცენაზე გაცოცხლებული გენიალური ნაწარმოები, მაყურებელს ძალადობით წარმატების მიღწევის გზას, შინაგანი მიზნების გადალახვის სურვილს და მისი დამანგრეველი ძალის სირთულეებს აჩვენებს. ორი რეჟისორის ერთ პიესაზე მუშაობა, მათი თქმით, საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

პიესის მთავარი გმირი რასკოლნიკოვი და მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. უეცრად გაგებული საყვარელი დის დაქორწინების ამბავი, უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება მძიმე დანაშაულის - მკვლელობის ჩასადენად. ამ ემოციური სცენების თამაში მსახიობისთვის ცხოვრებისეულადაც საინტერესო და დამაფიქრებელი იყო.

დოსტოევსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 2 მოქმედებად გაცოცხლდება. პანდემიის გამო ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სპექტაკლის პრემიერა, თეატრისთვის უჩვეულო დროს - 16 საათზე გაიმართება.

დღის ამბები