ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ოჯახის წევრები დაკარგულ პირს მეორე დღეა ეძებდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.