19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ძვირადღირებული მანქანები და მილიონობით ლარი პირად ანგარიშებზე დაყადაღებულია - რა სქემით მუშაობდა კრიპტოთაღლითების ჯგუფი

ნახევარ მილიონზე მეტი ევრო, რომელიც 11-კაციანმა ჯგუფმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოსძალა - ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო თაღლითური სქემა გახსნეს, რომელიც თბილისიდან იმართებოდა.

რამდენიმე მისამართზე განთავსებულ სხვადასხვა ოფისში ჯგუფის წევრები ახალგაზრდებს ამუშავებდნენ. ისინი რეკავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და მოქალაქეებს სთავაზობდნენ, შეეძინათ კრიპტოვალუტა. თავს შუამავალ კომპანიად აცნობდნენ, რომლებსაც შეეძლოთ ტექნიკური დახმარება, დარეგისტრირებასა და თანხის გადარიცხვებში. საბოლოო ჯამში, ხალხის ფული არა მათივე კუთვნილ, არამედ - კომპანიისთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე ირიცხებოდა და დროთა განმავლობაში ქრებოდა.

თაღლითური გზით მოპოვებული ძვირადღირებული მანქანები, უძრავი ქონება და მილიონობით ლარი პირად ანგარიშებზე, ამ დროისთვის,  დაყადაღებულია. ე.წ. "ქლოუზერები" მსხვერპლს შეცვლილი სახელებით და მათივე თანამოქალაქის სტატუსით ეცნობოდნენ.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. მათ გამოძიება ერთდროულად რამდენიმე დანაშაულს ედავება

დღის ამბები