16 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით "ნაცმოძრაობის" წევრის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რუსთავის საკრებულოს დეპუტატის გიორგი მღებრიშვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე, "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია. 

მღებრიშვილს ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. კლინიკა "რუსთავში" მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 

შემთხვევა მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა, სადაც კორპუსის თავმჯდომარეს ირჩევდნენ. კორპუსში ცხოვრობენ თავად საკრებულოს წევრი და კონფლიქტში მონაწილე პირიც, რომელიც დაჭრილის ნათლიის შვილია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები