17 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

26 წლის მიშველაძემ 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში აკვრასა და ატაცში ჯამში 290 კგ-ით მე-2 ადგილი დაიკავა. ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა საერთო ჯამში 279 კილოგრამი მოაგროვა და მე-8 შედეგი აჩვენა.

დღეს მოსკოვში კიდევ ერთ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 21 საათიდან მედლები 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდება და პირველობისთვის გოგა ჩხეიძე იბრძოლებს.

 

 

დღის ამბები