19 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი მატულობს, მოიმატა​ სიკვდილობამაც - ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით, რამდენიმე დღეა  სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი და სიკვდილობა მატულობს. 

"რამდენიმე დღეა ვატყობ, რომ სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი ოდნავ მატულობს და სიკვდილობამაც მოიმატა. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი შიშის ხმამაღლა გამოხატვა"- აცხადებს დავით გადელია.

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი კოლეგა ექიმებს მოუწოდებს, რომ ანტივაქსერული კამპანიებისგან თავი შეიკავონ.

"ზოგადად მორალისტად ვერ გამოვდგები, სუფთა პროფესიონალურ დონეზე ვიტყვი, თუ ექიმი ხარ, ასეთი რამე არც კი უნდა იფიქრო. ხომ იციან ექიმებმა, რომ ყველა მათ უყურებს. მეც აცრის პირველივე დღეს ავიცერი, რადგან ისინი, ვისაც ჩემი სჯეროდა, მეკითხებოდნენ რას იზამო. ცოტა ყოფილა ისეთი ახალი მედიკამენტები, რომელიც ახალი იყო? და ძალიან წარმატებითაც ვცადეთ. საკუთარი თავი უფრო მეტად გვიყვარს? არ არის ეს სწორი მიდგომა. ძალიან აღშფოთებული ვარ, განსაკუთებით ექიმების დამოკიდებულებით. ეს ხდება არა მხოლოდ შიშის გამო, არამედ, აქტიური ანტივაქსერობაა ეს, როდესაც სხვასაც უბიძგებ, რომ არ აიცრას. ეს არ შეიძლება,"- აცხადებს დავით გადელია. 

 

დღის ამბები