24 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
სამარცხვინოდ უცხოელებთან ჯდებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ - ბოდბელი ეპოსკოპოსი იაკობი

ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს მიაჩნია, რომ თბილისში, რუსთაველზე კარვის გაშლით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და ამით ქვეყანა დაზარალდება.

მისი განმარტებით, ხალხი ქუჩაში აღარ გამოდის. პრობლემების მოსაგვარებლად კი საჭიროა ოპოზიციასა და მართველი გუნდის შერიგება.

"მინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ, შევთავაზე მათ, რომ ეკლესიაში მოსულიყვნენ. მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის. იმიტომ, რომ სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი ეშველება. შეხედეთ, რამდენი ხალხი უდგათ გვერდში. მილიონი კარავიც რომ გაშალონ, მერე?! თუ ხალხი არააა... და იძახე არჩევნები არჩევნები. აი, რატომ არ გიდგება ხალხი გვერდში, შეხედე მაგას. მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოდ უცხოელებთან ჯდებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ. ისინი ხომ ხედავენ, იქ იმათთან არ მოსულა ასეთი რამე. ჯერ რაში გჭირდებათ უცხოელები, ჯერ ხომ თქვენ უნდა დაილაპარაკოთ. არ არის ეს სირცხვილი? კიდევ ერთხელ რაა, ხომ შეიძლება მობრძანდეთ ეკლესიაში და ჩვენ გაჩვენებთ. ჩვენ რა, არ შეგვიძლია? ისინი ვინც გვაგინებენ და პატრიარქთან მასე იქცევიან. ქუჩაში საერთოდ არ გავატარებთ იმათ. რა ხუთშაბათობა დააწესეს, ხომ ვიცით ვინ დგას მათ უკან, რომელი პოლიტიკოსები. ეს არ არის ქრისტიანული საქციელი. ამიტომ ვთხოვთ შერიგებას და მერე ვინც დაარღვევს იმათ მოვთხოვოთ პასუხი. გაჭირვებაა და ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. რაა არჩევნები. ჯერ კანონები შექმენით და მერე აირჩიე, კიდევ რომ აღარ იძახო არ მინდა შესვლა, არ მინდა შესვლაო. არ გინდა და სულაც გაგაგდებენ, ქვეყანა კი დაიღუპება," - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას.

დღის ამბები