ბათუმში ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს მშენებარე სახლის პირველ სართულზე 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მაშველები 30-40 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანას, დაღუპული მამაკაცი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და ახლაც რამდენიმე ნათესავი მის მშენებლობას ერთად აგრძელებდა.
მშენებარე სახლის ნგრევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.