შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ხოლო ცემის ფაქტზე საგამოძიებო უწყებისთვის არავის მიუმართავს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა რომ არის ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია ფორმულა საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა, ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,"- ნათქვამია განცხადებაში.