ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან გადაინაცვლეს. მსვლელობა მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედნიდან. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან და ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ადგილზე სპეციალური სცენაც მოეწყობა, დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები.
სასამართლოსთან შეკრებილები გუშინ და დღეს მიმდინარე აქციისას დაკავებულების გათანისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ.
"შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. ჩვენ გვაქვს ბევრი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი. ყველგან გამოვიდეთ,"- მიმართა აქციის მონაწილეებს ვარლამ გოლეთიანმა.
მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი ნუგზარ გოდოლაძის თქმით, მათი მიზანია აქციაზე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს და პოლიციას შორის დაპირისპირება არ მოხდეს.
"ჯერჯერობით აქ ვართ, არ არსებობს ისეთი სამოქმედო გეგმა სადაც ხალხს წავიყვანთ. იმიტომ, რომ აქ არის უპრეცენდენტო პოლიციის რაოდენობა მობილიზება გუმათში და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხი დაუპირისპირდეს პოლიციას და პოლიცია ხალხს,"- აცხადებს მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი ნუგზარ გოდოლაძე.
მოძრაობა - "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი მირზა ნოზაძე დაკავენული 6 პირის გათავისუფლებას მოითხოვს.
"უპირობო მოთხოვნაა გამოუშვან, გუშინ ექვსი და დღეს სამი გატაცებული ჩვენი თანამებრძოლები. მშვიდობიანად რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქცია. გადაკეტილია ცენტრალური მოედანი. ჩვენ აქ დავრჩებით და გავაგრძელებთ მოწოდებებს ხელისუფლებისთვის, რომ გაანალიზონ ადეკვატურად მიმდინარე პროცესები,"- აცხადებს მოძრაობა - "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი მირზა ნოზაძე.