08 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
15 მაისის აქციისთვის მზადება და რეგიონებში გასვლა - ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე კვირის ბოლოს იმსჯელებს

რა მომავალი აქვს პოლიტიკურ დიალოგს - ამ მიმართულებით პროგნოზები კვლავ ბუნდოვანია.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტური გზა, რითაც ისინი შეძლებენ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, მასშტაბური პროტესტია. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტები 15 მაისის აქციისთვის აქტიურად ემზადებიან და დღეიდან, რეგიონებში გასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.

გარდა ამისა, სამოქმედო გეგმებზე პარტიები, კვირის ბოლოს დაგეგმილ საერთო ოპოზიციური შეხვედრა იმსჯელებენ.

"ნაბიჯი არის ის, რომ ჩვენ რეგიონებში დავიწყოთ შეხვედრები მოსახლეობასთან. გავაცნოთ ჩვენი გეგმები, გავაცნოთ ის, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებისთვის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის, ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის. ეს არის სწორედ დასაწყისი ამ კამპანიის, რომელიც ემსახურება 15 მაისისთვის მომზადებას," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ოპოზიცია რეგიონებში გასვლას კახეთიდან იწყებს.

დღის ამბები