სოფელ გუმათში ისევ რკინის კედელია აღმართული, სადაც "რიონის ხეობის მცველების" პროტესტი გრძელდება.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეეები ქუთაისიდან რიონის ხეობაში დილის 08:00 საათზე დაბრუნდნენ ხეობაში. მოთხოვნა უცვლელია - გაიხსნას გზა და მიეცეთ მათ ნამახვანში პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები გზების გადაკეტვას აპირებენ, მათ შორის - ცენტრალური მაგისტრალების.
კიდევ ერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლებაა. ამ დროისთვის სამი დაკავებული უკვე თავისუფალია, ხოლო აქციის მონაწილეები 6 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
საღამოს 16:00 საათზე "რიონის ხეობის მცვლები" კვლავ დააყენებენ მოთხოვნას ნამოხვანში გადაადგილებასთან დაკავშირებით.