27 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
3 კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა, ქვის ლოდებს გვესროდნენ - გუმათჰესის დასახლებაში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეები ძმებ წულუკიძეებზე

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები აცხადებენ, რომ დაკავებული ძმები წულუკიძეები და მათი თანმხლები პირები აგრესიულად იქცეოდნენ. აღნიშნული პირები "კურიერთან" საუბრისას დაპირისპირების დეტალებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ წულუკიძეები ადგილზე პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები.

"ჩვენ ქუთაისელები ვიყავით მისულები, ლეჩხუმელები ვართ წარმოშობით. ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებდით, ჩვეულებრივად შევუერთდით პროტესტის მონაწილეებს. გამოჩნდნენ ეს პიროვნებები - წულუკიძეები და ჭელიძეები. ძალიან ზრდილობიან და ნორმალურ ფარგლებში ვთხოვე რომ წასულიყვნენ, რის შემდეგაც მათ მუქარა დაიწყეს. მე ვუთხარი, რომ როცა ლანძღავთ პატრიარქს და ჩვენს სარწმუნოებას, აქ თქვენ არ დაგეგდომებათ. სამ კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა. ჩვენ რომ სპორტსმენები არ ვყოფილიყავით, ჩვეულებრივ, 3 ადამიანს მოგვკლავდნენ. ქვის ლოდებს გვესროდნენ, გამოიყენეს კასტეტი, თავზეც მეტყობა და მანქანაც დამიზიანეს," - განაცხადა დაპირისპირებაში მონაწილემ ავთანდილ ახვლედიანმა.

"ეგ ადამიანები ვიცი, რომ მოჭიდავეები არიან და ვიცნობ ტელევიზიით, გურიაში, რომ მოხდა ინციდენტი და შეხლა-შემოხლა იქიდან მახსოვს ეს ძმები. პირადად არ ვიცნობ და არ მქონია მე შეხება. მივმართეთ უბრალოდ, რომ აქ თქვენი ადგილი არ არის და დატოვეთ ტერიტორია, თვითონ წამოვიდნენ (აგრესიაზე) პროვოკატორები ხართო... ყველა შემამჩნევდა, რომ პროვოკაციაზე იყვნენ მოსულები და მიაღწიეს კიდეც," - აღნიშნა დაპირისპირებაში მონაწილემ გიორგი ბარჯაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში სამართალდამცავებმა 3 პირი -  მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე და ასევე ირაკლი ჭელიძე დააკავეს. ისინი საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს. დაკავებულებს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ.

დღის ამბები