03 სექტემბერი 2026,   14:56
ვრცლად
ავარია თელავში - მგზავრებმა მრავლობითი დაზიანებები მიიღეს

თელავში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თელავი -გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.  

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ფოლკსვაგენი მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავი მანქანას შეეჯახა. შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს მგზავრებმა. ისინი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.

დღის ამბები