საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ურალთან" მატჩის დროს ზედა ბარძაყის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
20 წლის თავდამსხმელმა მოედანი ექიმებისა და თანაგუნდელის დახმარებით დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმე დაზიანება აქვს მას.