თელავში ავარიის დროს 9 წლის ბიჭი დაშავდა. შემთხვევა ერეკლე მეორის ცენტრალურ მოდანზე მოხდა.
ქვეითად მოსიარულე მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც "ბემვეს" მარკის მანქანა დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ წუთებში
შესაბამისი დახმარება უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.