08 მაისი 2021,   02:54
ვრცლად
ლაგოდეხში ავარია მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 1 ადამიანი

ავარია ლაგოდეხში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა აფენი-გურჯაანის გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ მანქანას შეეჯახა, რა დროსაც ოთხმა ადამიანმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო , აქედან ერთი ადგილზე გარდაიცვალა,სამი კი "აქრიმდეს" კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები მობილიზებული. მომხდარის მიზეზებს ექსპერტ-კრიმინალისტები იკვლევენ.

დღის ამბები