13 სექტემბერი 2026,   18:20
ვრცლად
ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოიგო

სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოიგო.

ფინალში ქართველმა მოჭიდავემ ბელარუსი კირილ მასკევიჩი 5:1 დაამარცხა და რევანშიცაიღო.

ზურაბ დათუნაშვილისთვის ეს კონტინენტის პირველობის მესამე ოქროა. ორჯერ ის ევროპის ჩემპიონი საქართველოს სახელით გახდა, მესამედ კი სერბეთის.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში 2019 წლის 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

გეგეშიძემ დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა. ფაქტი კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით გეგეშიძე დააკავეს და მას ბრალი წარუდგინეს, თუმცა მოსამართლემ ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დღის ამბები