19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ლეგენდა, რომელმაც ეპოქა შექმნა - საქართველო კახი კავსაძეს ემშვიდობება 

ლეგენდა, რომელმაც ეპოქა შექმნა - საქართველო კახი კავსაძეს ემშვიდობება. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა.

90-მდე მხატვრული ფილმი და 30-ზე მეტი სპექტაკლი, ყველგან დაუვიწყარი სახე და საყოველთაო სიყვარული. კახი კავსაძე 62 წლის განმავლობაში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

ყველა თაობის საყვარელ მსახიობს 29 წლიანი განშორების შემდეგ მისი ყველაზე დიდი სიყვარულის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. კახი კავსაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

კახი კავსაძეს COVID-19 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

კახი კავსაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. მწუხარება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც და კახი კავსაძის შემოქმედებას მარადიული მემკვიდრეობა უწოდა.

დღის ამბები