19 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
კოვიდვითარება მსოფლიოში: ინდოეთში გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, აშშ კი ვაქცინირებულთათვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 3200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა საერთო ჯამში 200 ათასს გადააჭარბა.

უკვე ინდოეთშია დიდი ბრიტანეთიდან გაგზავნილი დახმარება, ქვეყანას სამედიცინო რესურსებს უგზავნის საფრანგეთი, ირლანდია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

ახალი შტამების თავიდან აცილების მიზნით ინდოეთიდან მგზავრობაზე შეზღუდვებს აწესებს ქვეყნების ნაწილი. ისლანდია კი 16 ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან ჩასულ მგზავრებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს.

კვირის ბოლოს შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს პორტუგალიის ხელისუფლება. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის განახლებულ რეკომენდაციებს ავრცელებს. აშშ-ში აცრილ პირებს სეირნობისა და გარეთ, მცირე წრეში შეკრების დროს პირბადის გამოყენება აღარ დასჭირდებათ. თუმცა ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან კონტაქტისას, ვინც აცრილი არაა, პირბადის ტარება კვლავ საჭირო იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები