14 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე "საფარი" პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულის უფლებამონაცვლის შეცვლას ითხოვს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შესაძლოა დაღუპულის დაზე, რომელიც დღეს მისი უფლებამონაცვლეა, ზეწოლა ხორციელდებოდეს. საფარი ითხოვს, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს მოზარდის დედას.
14 წლის ნინი, ქობულეთში, 9 თებერვალს, პაპამ იპოვა გარდაცვლილი. საქმეზე ორი პირია დაკავებული. 23 წლის კაცი და გარდაცვლილის ბაბუა, 76 წლის კაცი.
23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება. პაპის წინააღმდეგ კი გამოძიება დაწყებულია წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით