09 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხში - სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზიანა

სტიქიამ რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სეტყვამ ძირითადად აფენის თემის სოფლებს მიაყენა ზიანი.

ადგილობრივების თქმით, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი კულტურა. 

ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მუნიციპალიტეტში. "კურიერის" ინფორმაციით სეტყვა იყო ყვარლის სოფლებშიც.

დღის ამბები