ტერორიზმთან კავშირისთვის დაკავებული ალაუდინ გაურგაშვილი გაათავისუფლეს. საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ "კურიერი" ორი დღის წინ გიყვებოდათ.
მაშინ სამართალდამცველებმა შვიდკაციანი ჯგუფი დააკავეს, ორი მათგანი კი პანკისის ხეობიდან იყო. საქმის ახალ დეტალებს ვრცლად "კურიერში" ცხრა საათზე ნახავთ, მანამდე კი ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს გთავაზობთ.
"ცოტა ძვირიანი კომპიუტერის ნაწილები იყო ნაყიდი ჩემს სახელზე და ეტყობა იფიქრეს, რომ მაინერს აწყობსო, და რაღაც თვალთვალი იყო.
ორი თუ სამი წელია გასული, სამსახურში ვმუშაობდი, სადაც ნაღდი ფულით იყო ვაჭრობა და ამ ორგანიზაციის რაღაც ოდენობის თანხა ინახებოდა ჩემთან, ოჯახში და ამის გამო იყო რაღაც ამბავი ატეხილი, 2-3 დღე დაკითხვაზე ვყავდით,"- აცხადებს ალაუდინ გაურგაშვილი.