ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის 250-იანი ტურნირის ნახევარფინალშია.
გუშინ, წვიმის გამო შეწყვეტილი შეხვედრების ორი შეხვედრა დღეს დასრულდა და მიუნხენის ATT-250 ტურნირის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (N33) სლოვაკი ნორბერტ გომბოსი (N89) 2:0(6:4,6:4) დაამარცხა და ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუდს შეხვდება. მან მეოთხედფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი დაამარცხა(N40).
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (N6) გამარჯვებული ბელორუსი ილია ივაშკა (N93) და სლოვენიელ ფილიპ კრაინოვიჩთან შეხვედრაში გამარჯვებული გერმანელი იან ლენარდ შტრუფი (41) ითამაშებენ.