26 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
აშშ-ში 100 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული - პრეზიდენტის თქმით, შემოდგომაზე სკოლები ყველა კლასისთვის გაიხსნება

აშშ-ში 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა, ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მარტის ბოლოსთვის სულ 55 მლნ იყო ვაქცინირებული, 1 თვეში ქვეყანამ ამ რიცხვის თითქმის გაორმაგება შეძლო.

ამასთან, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში სკოლები ყველა ასაკის ბავშვისთვის გაიხსნება. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისთვის ჯერ არ არის მზად და როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, მცირეწლოვნები ვაქცინაცია 2022 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ​

დღის ამბები