20 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა -გავრცელებული ინფორმაციით, ის, თავდაპირველად, ბათუმის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა მოგვიანებით კი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

პაციენტს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

დეტალებზე საუბრისგან გარდაცვლილის ოჯახი თავს იკავებს.როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, 55 წლის პაციენტის დაწესებულებიდან გაწერა უახლოეს დღეებში იგეგმებოდა. 

დღის ამბები