24 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
აჭარელი მუსიკოსები სნუპ დოგის ვიდეოში - სოფელ ფურტიოში რეპერის ჰიპ-ჰოპი შეისწავლეს და დოლ-გარმონზე დაკვრაც სცადეს​

ვიდეომ, რომელიც ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა, სათაურით - ”მე და ჩემი მეგობრები 2075 წელს, როდესაც ყველანი ბებია-ბაბუები ვართ," განსაკუთრებული გამოხმაურება საქართველოში გამოიწვია, რადგან ვიდეო შუახევშია გადაღებული. ცეკვას ანსამბლი ” ფესვები” ასრულებს.

სოფელ ფურტიოში სნუპ დოგის შესახებ არასდროს სმენიათ, თუმცა ვიდეოს გაზიარების შემდეგ, ადგილობრივებმა რეპერის ჰიპ-ჰოპი შეისწავლეს და დოლ-გარმონზე დაკვრაც სცადეს. 

იმის შესახებ, რომ მსოფლიოში უკვე პოპულარობა მოიპოვეს, ანსამბლ ”ფესვების” წევრებმა ცოტახნის წინ გაიგეს. სნუპ დოგის გაზიარებულმა ვიდეომ ადგილობრივებს დიდი სიხარული მოუტანა. შუახეველი მოხუცები მსოფლიო ვარსკვლავს პოპულარიზაციისთვის მადლობას უხდიან.

ანსამბლის წევრები ამერიკელი რეპერით მოიხიბლნენ და სნუპ დოგი შუახევშიც დაპატიჟეს. მათი დიდი სურვილი კი მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად განდაგანას ცეკვაა.

ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო, სამ დღეში უკვე 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

 

ნინი კუპრაძე

დღის ამბები