19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
კოვიდპასპორტი - რა ინფორმაცია იქნება დატანილი და რა პრივილეგიებით ისარგებლებენ მისი მფლობელი საქართველოს მოქალაქეები

ვისთვის გამარტივდება პანდემიის პირობებში ამოქმედებული შეზღუდვების გვერდის ავლით ცხოვრება?! დანარჩენი მსოფლიოს პარალელურად, კოვიდპასპორტის მექანიზმის ამოქმედებაზე საქართველოც აქტიურად მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო ინიციატივის დასრულებულ ვერსიას კვირის ბოლომდე წარადგენს. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, რა ინფორმაცია იქნება დატანილი პასპორტზე და რა პრივილეგიებით ისარგებლებენ მისი მფლობელი საქართველოს მოქალაქეები.

კოვიდპასპორტი - ეს იქნება საერთაშორისო მოქმედების დოკუმენტი, სადაც განთავსდება პერსონალური კოვიდინფორმაცია ვირუსის გადატანის, ტესტირების შედეგებისა და ვაქცინაციის შესახებ.

კოვიდპასპორტი მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის არ არის. დოკუმენტი სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია: 1) გადატანილი ვირუსი. 2) PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და 3) ვაქცინაციის თარიღი.

ვაქცინირებული პირის პასპორტის ვადა 7 თვეა. კოვიდგამოჯანმრთელებულის 12 კვირა, ტესტის პასუხი კი 72 საათის განმავლობაში მოქმედებს.

დღის ამბები