საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ 17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ NCDC ავრცელებს.
4 მაისს, "სინოფარმით" ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება. ხოლო 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.
დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით მიმდინარეობს.
4 მაისს 09:30 საათზე ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციას "სინოფარმის" ვაქცინით ჩაიტარებს.