დღეს ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. ჩინური ვაქცინა პირველმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი სახოკიამ გაიკეთა.
დღეს ოზურგეთში "სინოფარმის" ვაქცინით 41 ადამიანი, ხოლო "ასტრაზენეკათი" 30 ადამიანი აიცრება. აღსანიშნავია, რომ "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის მომდევნო ოთხი დღე უკვე მთლიანად დაჯავშნილია.
ასევე, აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია "ასტრაზენეკათი", რომლითაც გურიის რეგიონში 450 ადამიანი უკვე აიცრა.