ახალი სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა.
გეგმის მიხედვით, 63 მუნიციპალიტეტში უნდა აღადგინონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, ასევე უნდა მოაწყონ რეკრეაციული სივრცეები და ტურისტული ინფრასტრუქტურა - პირველ ეტაპზე პროგრამისთვის 500 მილიონი ლარი გამოიყოფა.
პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართა.
კომისიის წევრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. პროგრამის ინიციატორი პრემიერია.