28 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. 

Sinopharm-ით 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაცქინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო. "სინოფარმის" ვაქცინით გუშინვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და უწყების თანამშრომლები. 

Sinopharm-ის ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და 21 დღის ინტერვალით კეთდება.

Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ზაფხულში მიიღებს.

დღის ამბები