სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, მოსალოდნელია ასევე ძლიერი ქარი, მისი სიჩქარე კი ზოგ რაიონში - 8-13მ/წმ-ს მიაღწევს.
უამინდობის მიუხედავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +27 გრადუსი სამეგრელოშია ნავარაუდევი:
ხვალ ბათუმში 22, ფოთში კი 24 გრადუსი სითბო იქნება. +24 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმშიც. ზუგდიდში
ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. +23 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში. ქუთაისში 26 გრადუსი სითბო იქნება.
ლენტეხში +21, ცაგერსა და ამბროლაურში კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
18 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში. გორში +19 გრადუსია ნავარაუდევი.
17 გრადუსი სითბო იქნება თბილისსა და რუსთავში.
+16 გრადუსია მოსალოდნელი თელავში. 14 გრადუსამდე გათბება ჰაერი სიღნაღში. ხოლო ყვარელში +18 გრადუსია ნავარაუდევი.