СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.
საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.
"განვიხილეთ, როგორც კონსულტანტების, ასევე კლინიკების ერთობლივი მუშაობა. როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონების კლინიკების ჩართულობით, ვინაიდან მნიშვნელოვანია კონსულტანტებისა და კლინიკების ერთობლივი მუშაობა იყოს თანმიმდევრული, რათა მოხდეს დროული და ოპერატიული მკურნალობის პროცესის ჩატარება კოვიდპაციენტებისთვის," - აცხადებს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი მამუკა მაჭავარიანი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, შეხვედრაზე იმ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ, რომლებიც კოვიდპაციენტების მართვის პროცესში დიდ ხანია ჩართული არიან.
"შევიკრიბეთ კლინიკური კინსულტანტები, ასევე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში დიდი ხანია. კოვიდკონსულტანტების ჯგუფი მუშაობს როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში სხვადასხვა კლინიკებთან იმისთვის, რომ ერთიანი ხარისხის სტანდარტი იყოს დანერგილი კოვიდპაციენტების მართვის პროცესში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.