03 სექტემბერი 2026,   14:56
ვრცლად
ჩინურ ვაქცინაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია ​- Sinopharm-ით აცრის პროცესში დამატებით 8 კლინიკა ჩაერთო

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეიდან ჩინური Sinopharm-ით აცრა დამატებით რვა კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

როგორც ექიმები ამბობენ, ამ დრომდე არცერთ პაციენტში გვერდითი მოვლენა ან რამე გართულება არ გამოვლენილა. მათივე ცნობით, Sinopharm-ით იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობა ისევ მაღალია​.

"ცენტრში ვაქცინაცია მიმდინარეობს ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით. მინდა გამოვთქვა აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის აქტიურობა ძალიან დიდია, დღეს არ ყოფილა, რომ ჯავშანი ვინმეს გაეუქმებინოს და არის კიდევ ძალიან დიდი მოთხოვნა ჯავშნის გარეშეც,"- აცხადებს საოჯახო მედიცინის ეროვნული ცენტრის ოჯახის ექიმი ნანა გუდავაძე. 

დღის ამბები