25 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
მორიგი რეკორდული მაჩვენებელი ინდოეთში - ბოლო 24 საათში COVID-19​-ს 4200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსს 4200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქვეყნის შტატებმა ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.

ინდოეთის თამილ ნადუს შტატმა ორშაბათიდან ლოკდაუნი გამოაცხადა. კარნატაკას შტატში კი გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები თვის ბოლომდე გახანგრძლივდა.

ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება ინდოეთის მეზობელ ქვეყნებშიც. დიდმა ბრიტანეთმა ინდურ შტამს შემაშფოთებელი უწოდა. კვლავ მძიმეა მდგომარეობა ბრაზილიაში, სადაც ვირუსი ერთ დღეში 80 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციის შემთხვევები გაიზარდა გერმანიასა და საფრანგეთშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის "სინოვაკის" შესახებ მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, რათა ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცენ. გერმანიამ კი 18 წელს ზემოთ პირებისთვის "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება ისევ დაუშვა.

დღის ამბები