19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
აქცია წნორში - ადგილობრივებმა საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს

წნორში აქცია გაიმართა. 10-მდე ადგილობრივი ე.წ ასანურის ტერიტორიაზე შეიკრიბა და საძოვრების გასხვისება გააპროტესტა.

ფერმერების თქმით, თავდაპირველად საძოვრების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, რის შემდეგაც, მხოლოდ 19 ჰექტარით სარგებლობის უფლება ჰქონდათ.

მათი მტკიცებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ სოფლის კუთვნილი საძოვარი აუქციონზე გაიტანა და ყიდის. 

წნორელები არ გამორიცხავენ რომ თუ ტერიტორია გასხვისდა, ისინი ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩებიან და მოუწევთ საქონლის გაყიდვა.

ადგილზე ჩავიდა პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, საძოვრების საკითხი ქვეყნის გლობალურ პრობლემად იქცა. ამიტომ ამ კონკრეტულ და სხვა შემთხვევებშიც საჭიროა, სოფლის კუთვნილი ტერიტორიის გასხვისებას ან დაკანონებას ადგილობრივები წყვეტდნენ.

პოლიტიკოსმა, ხელისუფლებას მოუწოდა შეაჩერონ გაყიდვის პროცესი.

 

დღის ამბები