19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
მიტროპოლიტის თქმით,ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულების შემთხვევაში შეუშვებენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ამ დღემდე დუმს ეპისკოპოსი სპირიდონი. სწორედ სხალთელი ეპისკოპოსის ზედამხედველობის ქვეშ არის პანსიონი, სადაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს არ უშვებენ.

ეპისკოპოსი, რომელიც ყოველ კვირას სამებაში წირავდა, უკვე რამდენიმე კვირაა, იქ არ გამოჩენილა. ის, ასევე, არ ჩნდება ტელეკამერებთან არც საკუთარ ეპარქიაში.

მანამდე პრობლემის შესახებ არასამთავრობო სექტორმა გაეროს აცნობა. ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს მონიტორინგის შესაძლებლობა. ორგანიზაციამ რეკომენდაცია წერილობით გასცა, მიზეზი ბავშვთა მიმართ გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკია.

მის ნაცვლად "კურიერის" კითხვებს უპასუხა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. სინოდის წევრი უნდობლობას უცხადებს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უწყებას.

"კერძო სივრცეში შეჭრა ჩვენთვის არის სრულებით მიუღებელი. მე წავიკითხე ამ გაეროს დადგენილება. არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა იმიტომ, რომ ასე თქვა, რომ თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ეჭვი ეპარებათ, რომ იქ უხეში დარღვევაა ადამიანის უფლებების, ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ამ ბავშვთა სახლის მიმართ აღიძრას რაიმე ტიპის ქმედება.

ასე რომ, ისევ სამართლებრივად მივუდგეთ ამას, თუ სამართლებრივად ვალდებულება გვექნება - შევუშვებთ, თუ არ გვექნება - არავითარ შემთხვევაში არ შევუშვებთ," - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

დღის ამბები