17 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
"ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან" - ადვოკატი

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია საპატიმროს დღეს დატოვებს - სასამართლო სხდომა 16:00 საათზე დაინიშნა.

"ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე ევროკავშირის, ამერიკის და ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ აიძულა ხელისუფლება, დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო, პოლიტიკური პატიმრობა. დღეს ხდება, უბრალოდ, ამის გაფორმება. შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც უნდა განიხილოს მოსამართლემ, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. სხდომას არ დაესწრება თავად ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

დღის ამბები