17 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე სახელმწიფო ვალდებულია, გაათავისუფლოს მელია - ადვოკატი

ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

როგორც კი მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, გაათავისუფლოს ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან" - ამბობს კონდახაშვილი

პოლიტიკოსის კიდევ ერთი უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქმე "თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული":

"ნიკა მელია დაპატიმრებული იყო და იდევნებოდა ხელისუფლების მხრიდან, მოვისმინეთ ამისი დამადასტურებელი აღიარებითი განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ახლა ხელისუფლებას მოუწია გადაწყვეტილების მიღება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით," - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ნიკა მელია სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა, თავად ენმ-ს ლიდერი სხდომას არ ესწრებოდა.

დღის ამბები