17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
რუსეთმა შეერთებული შტატების საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა შეერთებული შტატების საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სიაში შეერთებული შტატების საელჩოს პრესმდივანი რებეკა როსიც მოხვდა.

დიპლომატებმა ქვეყანა 21 მაისამდე უნდა დატოვონ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ დიპლომატების გაძევება შეერთებული შტატებისთვის საპასუხო ქმედებას ემსახურება.

მათივე თქმით, შეერთებული შტატები ბოლო 6 თის განმავლობაში რუსეთს საელჩოში სპიკერის დანიშვნის შესაძლებლობას არ აძლევს.

დღის ამბები