გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის ოჯახის ადვოკატს პოლიციამ საქმის მასალები უკვე გადასცა. მათი გაცნობა უფლებადამცველებმა უკვე დაიწყეს. ისინი წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მათი და გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ვარაუდები მართლდება.
ადვოკატი უახლოეს პერიოდში პროკურატურასთან შუამდგომლობებზე საუბრობს, თუმცა სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, გარდაცვლილის სიძე, რომელსაც საქმეზე ბრალდებული რეალურ დამნაშავედ მიიჩნევს, გუშინ ყაზახეთში ტრეფიკინგისა და ადამიანით ვაჭრობის მუხლით დააკავეს.